logo
ENG



თალაკვაძე: ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა დატოვა "ქართული ოცნების" გუნდი

15 ნოე 201915:11
3 წუთის საკითხავი
 
47nuf8k5ob0l07l.jpg

"ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა დატოვა "ქართული ოცნების" გუნდი, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საგანგებო ბრიფინგზე აკეთებს. მისივე განცხადებით, ხვალ 11:00 საათზე გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც მომავალზე პასუხისმგებლობას აიღებენ.

"ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე ხვალ გვექნება უმრავლესობის სხდომა. აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


close დახურვა